საინფორმაციო შეხვედრა - მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

26 დეკემბერი 2022

26 დეკემბერს, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.

 

პრეზენტაციაზე სპიკერები იყვნენ: დიკო კოპალეიშვილი - კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი და გიორგი ბრეგაძე - კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თიბისი ბანკის ასოცირებული მკვლევარი.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა დეტალურ ინფორმაცია მიიღეს საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე, შეხვდნენ იმ სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე უკვე სწავლობენ, მოისმინეს მათი გამოცდილება თუ მოსაზრებები ერთობლივი პროგრამის შესახებ.

 

პრეზენტაცია, ტრადიციულად, კამპუსით ტურით დასრულდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, რომ გასცნობოდნენ CU-ის გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტს მოპოვებული აქვს ისეთ დონის აკრედიტაციები, როგორებიცაა: AASBC, TedQual.

 

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.