სიახლეები

23
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის მენეჯერი, თამთა გაბისონია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინა კაპანაძე და ტურიზმის სკოლის დეკანი, დიკო კოპალეიშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, პორტუგალია, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვირეულის პროგრამაში.

23
აპრ
ტურიზმის სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი შულეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

13-17 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, თორნიკე ფურცელაძე, Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა საერთაშორისო კვირეულის პროგრამაზე ლიეტუვაში, შულეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

03
მარ
კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის შეხვედრა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

27 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს დაინტერესებულ მხარეებთან დაგეგმილი შეხვედრების სერიის ფარგლებში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო ჰაბის მიმდინარე საქმიანობის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

02
მარ
შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ ლექტორებთან

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიაში აქტიურად ჩართულ ლექტორებთან. შეხვედრა ჩატარდა გარე სტეიკჰოლდერებთან დაგეგმილი შეხვედრების სერიის ფარგლებში და მიზნად ისახავდა მწვანე ტურიზმის ჰაბის საქმიანობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების წარდგენას.

26
თებ
კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

2025 წლის, 20 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბმა, უმასპინძლა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში.

09
იან
მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი სასტუმრო „აფიშა“- ში

კავკასიის უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები „ტურიზმის მდგრადი განვითარების“ კურსის ფარგლებში, სასტუმრო „აფიშა“- ს ეწვივნენ.

24
დეკ
ტურიზმის სკოლის სტუდენტების საგანმანათლებლო ვიზიტი კომპანია „მიმინო კავკასიაში“

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მოინახულეს ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“, სადაც ჩატარდა მათი დასკვნითი სასწავლო სესია.

24
დეკ
ტურიზმის სკოლის სტუდენტების საგანმანათლებლო ვიზიტი თბილისის ღვინის მუზეუმში

23 დეკემბერს, ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მოინახულეს თბილისის ღვინის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ქარვასლაში.

10
დეკ
ტრენინგ პროგრამა მდგრად ტურიზმსა და მომსახურების დიზაინში

კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგების სერია მდგრადი ტურიზმისა და მომსახურების დიზაინის საფუძვლები, რომელიც განხორციელდა Erasmus+ CBHE პროექტის – ENRICHER-hubs ფარგლებში. 

03
დეკ
კავკასიის ტურიზმის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ UN Tourism TedQual რესერტიფიკაცია წარმატებით გაიარა

კავკასიის უნივერსიტეტმა და კავკასიის ტურიზმის სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ხარისხის მაღალი სტანდარტი. UN Tourism TedQual რესერტიფიკაცია ძალიან მაღალი შედეგით (94%) დასრულდა.