მიღების წესი
კავკასიის ტურიზმის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
- კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის სპეციალობასთან რელევანტური მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგად ლოგიკურ და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს; ინდივიდი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ტურიზმის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- ნიშნების ფურცელი
- რეზიუმე
- 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (იგივე ჩაწერილი CD-ზე)
- პირადობის მოწმობის ასლი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
- სამოტივაციო წერილი
თარიღები:
- საბუთების მიღება: 29-31 აგვისტო, 2023 (B26 ოთახი)
- გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან: 4-5 სექტემბერი,2023
- ტესტირება ინგლისურ ენაში: 7 სექტემბერი, 2023
სწავლის საფასური წლიურად:
- საქართველოს მოქალაქეებისთვის - 7500$
- არარეზიდენტებისთვის - 10000$
სტუდენტების რაოდენობა: 20.