პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის უნივერსიტეტისა და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი პროგრამა მასპინძლობის მენეჯმენტში პირველი 3 წლიანი საბაკალვრო პროგრამაა საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი მიიღებს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა სტუდენტს ანიჭებს კავკასიის ტურიზმის სკოლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ტურიზმში და ფერლი დიკინსონის ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხს მასპინძლობასა და ინოვაციურ და მაღალხარისხიან ტურიზმში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:

 

3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს პირველი 5 სემესტრის განმავლობაში საქართველოში სწავლას, ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ,  ხოლო ბოლო, მე-6 სემესტრს, სტუდენტი სწავლას აგრძელებს ნიუ-ჯერსში, აშშ-ში.

 

პროგრამის უნიკალური მხარეები:

 

  • ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ორი უნივერსიტეტის დიპლომი.
  • პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში;
  • პირველი საბაკალავრო პროგრამა მასპინძლობის მენეჯმენტში;
  • უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ლექტორები.

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

მისანიჭებელი ხარისხი:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტი - ბაკალავრის ხარისხი ტურიზმში
  • ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი - ბაკალავრის ხარისხი მასპინძლობასა და ინოვაციურ და მაღალხარისხიან ტურიზმში

(200 კრედიტი, აქედან 50 კრედიტს სტუდენტი აგროვებს ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში).

 

საერთაშორისო რეიტინგები და აკრედიტაცია:

 

ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის მასპინძლობის, სპორტისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა მოწინავე ადგილებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში:

  • 2020 წელს კოლეჯის რანგის მიხედვით ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად დასახელდა;
  • 2019 წელს TheBestSchools.org-ის ქვეყნის მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამების სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა;
  • ჟურნალ CEOWORLD-მა მეხუთე ადგილი მიანიჭა მსოფლიოს ყოველწლიური საუკეთესო მასპინძლობისა და სასტუმროს მენეჯმენტის სკოლების რეიტინგში;
  • 2016 წლის მონაცემით, სკოლა Princeton Review-ს ”Gourman Report”-ის 15 საუკეთესო ოთხწლიან მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამათა სიაში მოხვდა;
  • org–ის გამოკითხვით, ქვეყნის 25 საუკეთესო მასპინძლობის კოლეჯის სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

 

საერთაშორისო აკრედიტაციები:

 

  • AASBC;
  • TedQual.