ფინანსთა სამინისტროსა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

22 მაისი 2023

კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, 22 მაისს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სტაჟირების კონკურსის შესახებ.

 

უწყების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

 

საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ლევან ძნელაძე;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე - ვაჟა ფანოზიშვილი;

hr -ის ხელმძღვანელი ზვიად ჭილაია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი - გიორგი უძილაური.

 

მოგახსენებთ, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის, პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების მიზნით, საგამოძიებო სამსახური ყოველწლიურად აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

 

სტაჟირების 6 თვიანი პროგრამის ფარგლებში, კანდიდატებს საშუალება ეძლევათ მიიღონ თეორიული ცოდნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და პრაქტიკული კურსი გაიარონ საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში.

 

სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტაჟიორები დაიკავებენ სამსახურში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებს.