სიახლეები

28
ნოე
შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში

27 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.  

21
ნოე
საჯარო ლექცია თემაზე - "არასრულწლოვნის დაკითხვის პრაქტიკული გამოწვევები - ქართული და შვეიცარიული გამოცდილება"

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, შვეიცარიელ არასრულწლოვანთა მოსამართლემ, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ექსპერტმა, არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) გამგეობის წევრმა, სამართლის დოქტორმა - ურსინა ვეიდკუნმა, პროფესორ ლევან დარბაიძესთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის კერძოდ,  სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის  ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - "არასრულწლოვნის დაკითხვის პრაქტიკული გამოწვევები - ქართული და შვეიცარიული გამოცდილება".

21
ნოე
მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - გამოწვევები და პერსპექტივები“

20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - გამოწვევები და პერსპექტივები“.

14
ნოე
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების შეხვედრა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან

13 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

07
ნოე
CSL- ის აფილირებული პროფესორის ლევან დარბაიძის კრებული კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებლის, აფილირებული პროფესორის, მოსამართლე ლევან დარბაიძის რედაქტორობით შექმნილი ნაშრომების კრებული - "Best Practices in Child-Friendly Justice System and Child Rights: Perspectives from Europe and USA" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა, რომელიც აერთიანებს კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის 2023 წლის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელთა სტატიებს.

04
ნოე
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროპის უნივერსიტეტთან და ახალგაზრდული ინიციატივა „მე-16 ელემენტთან“ პარტნიორობით, გამართა გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება - ღია დებატები თემაზე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის (გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325) 25 წლის იუბილეს.

02
ოქტ
მეორე საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებების კრებულის პრეზენტაცია

30 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული მეორე საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებების კრებულის პრეზენტაცია.

02
ოქტ
ხათუნა ბურკაძე პირველი ქართველი ქალი მეცნიერია, რომელმაც “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სტიპენდია მოიპოვა

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა ბურკაძე, “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სტიპენდიის ფარგლებში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში სამეცნიერო კვლევას განახორციელებს. მისი კვლევის მთავარი მიზანია, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესის ტექნოლოგიური ტენდენციების შესწავლა.

31
ივლ
წიგნის - „ტურიზმის სისხლის სამართლის" პრეზენტაცია

16 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა წიგნის  „ტურიზმის სისხლის სამართლის" პრეზენტაცია.

17
ივლ
CSL-ის პროფესორის ხათუნა ბურკაძის სტატია ხელოვნურ ინტელექტზე “ფლეტჩერ ფორუმში” გამოქვეყნდა

CSL-ის პროფესორის ხათუნა ბურკაძის სტატია ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ “ფლეტჩერ ფორუმში” გამოქვეყნდა. პროფესორი ხათუნა ბურკაძე AI-ის სტრატეგიულ, ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს იკვლევს.