სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

23 ივლისი 2026

4, 5 და 6 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის  სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.

 

სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

 

  • ანი ბუსკივაძე: არასრულწლოვანთა სახელზე რეგისტრირებული თანასაკუთრების წილის გამოყენება საბანკო უზრუნველყოფაში.
  • სალომე გამრეკელი: სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლები მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის შეცვლისას.
  • სესილი დარასელია: სანოტარო აქტის აღსასრულებლად წარდგენის ვადა, როგორც იძულებითი აღსრულების განმაპირობებელი გარემოება.
  • ვახტანგ ბერაძე: მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია შეწირულობის მიზის შეუსრულებლობის შედეგად ქონების უკან გამოთხოვისას.
  • ლუკა მეზვრიშვილი: გადამზიდველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები სარკინიგზო გადაზიდვის დროს ტვირთის დაზიანებისას.
  • ლიზი აბესლამიზე: ბიოლოგიური წარმომავლობის ცოდნის უფლებისა და შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის პრინციპის ურთიერთმიმართება.
  • მარიამ სხირტლაძე: მშობლის თანხმობის მნიშვნელობა ემბრიონის გამოყენებისა და მისი მემკვიდრეობითი უფლებების განსაზღვრისთვის.
  • ქეთევან ჭუმბურიძე: შეცდომაში შემყვანი ფასისმიერი მანიპულაციური ქმედებების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგები ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში.
  • ალიკო ბერიძე: “Garden Leave“, როგორც შრომის თავისუფლების შემზღუდავი სახელშეკრულებო პირობა.
  • ანა მელუა: კონკურენციის აკრძალვისას ინტერესთა დაცვის ბალანსი შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში.
  • მარიამ ლომთაძე: იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.
  • ლიკა ბანეთიშვილი: უცხოელი ინვესტორის საკუთრების მიმართ განხორციელებული არაპირდაპირი ექსპროპრიაციის კანონიერების შეფასების სტანდარტი.
  • დავით ჯაფარიძე: საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის (ICSID) იურისდიქცია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაარსებულ საწარმოთა საინვესტიციო დავებზე.
  • ბექა ჩიკვაიძე: სუვერენული იმუნიტეტის როლი არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების პროცესში.
  • ნატალია ლაღიძე: წინარე საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი და პასუხისმგებლობა საზოგადოების რეგისტრაციამდე.
  • ლიკა ცეცხლაძე: სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ექსპედიტორის პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფარგლები.
  • ანა საყვარელიძე: ტვირთის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავის პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფარგლები.
  • ნინო პაიჭაშვილი: საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანშეწონილობის სტანდარტი საერთაშორისო საინვესტიციო დავის განხილვისას.
  • ნინო მახარაშვილი: გამოსაყენებელი მატერიალური სამართლის განსაზღვრა საერთაშორისო სამშენებლო არბიტრაჟში.
  • ბაჩანა ნასყიდაშვილი: „ბარნაჰუსის“ ქართული მოდელის ეფექტურობის ანალიზი ლანსაროტის კონვენციის იმპლემენტაციის ფონზე.
  • ირაკლი რამიშვილი: ბავშვთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემები ინსტიტუციური დაწესებულებების ფარგლებში.
  • ლელა თურმანიძე: არასაპატიმრო სასჯელების ეფექტურობა არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ჰუმანიზაციის პროცესში.

 

სამაგისტრო ნაშრომები სრულად.