4, 5 და 6 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა.
სტუდენტებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:
- ანი ბუსკივაძე: არასრულწლოვანთა სახელზე რეგისტრირებული თანასაკუთრების წილის გამოყენება საბანკო უზრუნველყოფაში.
- სალომე გამრეკელი: სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლები მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის შეცვლისას.
- სესილი დარასელია: სანოტარო აქტის აღსასრულებლად წარდგენის ვადა, როგორც იძულებითი აღსრულების განმაპირობებელი გარემოება.
- ვახტანგ ბერაძე: მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია შეწირულობის მიზის შეუსრულებლობის შედეგად ქონების უკან გამოთხოვისას.
- ლუკა მეზვრიშვილი: გადამზიდველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები სარკინიგზო გადაზიდვის დროს ტვირთის დაზიანებისას.
- ლიზი აბესლამიზე: ბიოლოგიური წარმომავლობის ცოდნის უფლებისა და შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის პრინციპის ურთიერთმიმართება.
- მარიამ სხირტლაძე: მშობლის თანხმობის მნიშვნელობა ემბრიონის გამოყენებისა და მისი მემკვიდრეობითი უფლებების განსაზღვრისთვის.
- ქეთევან ჭუმბურიძე: შეცდომაში შემყვანი ფასისმიერი მანიპულაციური ქმედებების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგები ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობაში.
- ალიკო ბერიძე: “Garden Leave“, როგორც შრომის თავისუფლების შემზღუდავი სახელშეკრულებო პირობა.
- ანა მელუა: კონკურენციის აკრძალვისას ინტერესთა დაცვის ბალანსი შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში.
- მარიამ ლომთაძე: იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.
- ლიკა ბანეთიშვილი: უცხოელი ინვესტორის საკუთრების მიმართ განხორციელებული არაპირდაპირი ექსპროპრიაციის კანონიერების შეფასების სტანდარტი.
- დავით ჯაფარიძე: საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის (ICSID) იურისდიქცია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაარსებულ საწარმოთა საინვესტიციო დავებზე.
- ბექა ჩიკვაიძე: სუვერენული იმუნიტეტის როლი არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების პროცესში.
- ნატალია ლაღიძე: წინარე საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი და პასუხისმგებლობა საზოგადოების რეგისტრაციამდე.
- ლიკა ცეცხლაძე: სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ექსპედიტორის პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფარგლები.
- ანა საყვარელიძე: ტვირთის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავის პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფარგლები.
- ნინო პაიჭაშვილი: საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანშეწონილობის სტანდარტი საერთაშორისო საინვესტიციო დავის განხილვისას.
- ნინო მახარაშვილი: გამოსაყენებელი მატერიალური სამართლის განსაზღვრა საერთაშორისო სამშენებლო არბიტრაჟში.
- ბაჩანა ნასყიდაშვილი: „ბარნაჰუსის“ ქართული მოდელის ეფექტურობის ანალიზი ლანსაროტის კონვენციის იმპლემენტაციის ფონზე.
- ირაკლი რამიშვილი: ბავშვთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემები ინსტიტუციური დაწესებულებების ფარგლებში.
- ლელა თურმანიძე: არასაპატიმრო სასჯელების ეფექტურობა არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ჰუმანიზაციის პროცესში.
