კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისა და სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების აქტიური ჩართულობით განხორციელდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საემცნიერო პროექტი. პროექტის ფარგლებში, ესპანეთის სამეცნიერო ჟურნალის European Scientific Journal (ESJ) 16 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადდა სპეციალური გამოცემა თემაზე: „Evolution of the Legal Professions in the Post-Soviet Period“.
European Scientific Journal (ESJ) წარმოადგენს საერთაშორისო, რეცენზირებად და ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალს, რომელიც 2010 წელს დაარსდა European Scientific Institute-ის (ESI) მიერ. ჟურნალი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართათვის ერთიანი აკადემიური პლატფორმის შექმნას, სადაც შესაძლებელია თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და ცოდნის საერთაშორისო დონეზე გავრცელება. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარებს, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და გლობალურ სამეცნიერო ხედვას.
სპეციალური გამოცემის მოწვეული რედაქტორია კავკასიის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, ნინო ხარიტონაშვილი.
გამოცემაში წარმოდგენილია სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისა და სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ასახავს სამართლის პროფესიების განვითარებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. სტატიებში განხილულია სამართლის სხვადასხვა დარგები - კერძო, საჯარო და სისხლის სამართალი - შედარებით სამართლებრივი ანალიზის, ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით.
აღნიშნული გამოცემა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც შედარებით სამართლის კვლევების განვითარებაში, ასევე სამართლებრივი პოლიტიკის პროგნოზირებასა და პროფესიული განვითარების ტენდენციების განსაზღვრაში.
კავკასიის სამართლის სკოლა აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას European Scientific Journal-თან და მომავალშიც გეგმავს არაერთ ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს.
გამოქვეყნებული სტატიები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.
