საჯარო ლექცია თემაზე - "არასრულწლოვნის დაკითხვის პრაქტიკული გამოწვევები - ქართული და შვეიცარიული გამოცდილება"

21 ნოემბერი 2025

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, შვეიცარიელ არასრულწლოვანთა მოსამართლემ, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ექსპერტმა, არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) გამგეობის წევრმა, სამართლის დოქტორმა - ურსინა ვეიდკუნმა, პროფესორ ლევან დარბაიძესთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის კერძოდ,  სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის  ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - "არასრულწლოვნის დაკითხვის პრაქტიკული გამოწვევები - ქართული და შვეიცარიული გამოცდილება".

 

შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის ფორმატში.