მიღების წესები

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

ჩასაბარებელი საგნები:

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა (გერმანული ან ინგლისური ან რუსული ან ფრანგული);
  • ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან (მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება).