მიღების წესები

კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურის წარმატებით გავლა (გასაუბრება მიმღებ კომისიასთან). 

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურის კონკურსანტმა სადისერტაციო საბჭოს მდივანს უნდა წარუდგინოს განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სადოქტორო პროგრამის დასახელება. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

 

  • ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა
  • კონკურსანტის რეზიუმე - CV (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი, ხოლო მობილობის შემთხვევაში, (ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან ერთად) ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი და გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები და შეფასებები. ასევე უცხოეთში განათლების მიღების შემთხვევაში დიპლომის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/პასპორტი) ასლი
  • 4 ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ) (ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე)
  • კონკურსანტის მიერ არჩეულ სფეროში სამართლის დოქტორის ხარისხის მქონე ორი სპეციალისტის რეკომენდაცია
  • მომავალი მეცნიერ-ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თანხმობა ხელმძღვანელობაზე
  • სამოტივაციო წერილი
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. სერტიფიკატის ((IELTS-6.0; TOEFL-78; B2 დონის სხვა რელევანტური საერთაშორისო სერტიფიკატი) არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა ტესტური გამოცდის მეშვეობით აღნიშნული ენის B2 დონაზე ცოდნის დადგენას. შესაბამის ენობრივ კომპეტენციას უთანაბრდება იმ შემთხვევა, თუ კი აპლიკანტს გააჩნია უცხოეთში (პროგრამის მითითებულ ენაზე გავლის შემთხვევაში) მიღებული ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

 

სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა ტესტური გამოცდის მეშვეობით ინგლისური ენის B2 დონაზე ცოდნის დადგენას (იხილეთ გამოცდის ნიმუში)   

          

  • დოქტორანტობის კანდიდატი, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (B2 დონე)
  • რეფერატი, რომელიც უნდა ეძღვნებოდეს მომავალი სადისერტაციო კვლევის აქტუალურ საკითხ(ებ)ს. სარეფერატო თემას არჩევს დოქტორანტი ხელმძღვანელთან შეთანხმებით. რეფერატის მოცულობა უნდა იყოს, არანაკლებ 400 სიტყვისა დანართების გარეშე. ყველა გვერდი უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ტექსტი უნდა შესრულდეს A4 ფორმატის (297X210 მმ) 80 გ/მ2 სიმკვრივის ქაღალდზე, შრიფტი - Sylfaen, ზომა გვერდის ნომრებისა და სქოლიოს შრიფტის მინიმალური ზომაა - 10. თავებისა და ქვეთავების დასახელებაში შეიძლება გამოყენებული იქნას უფრო დიდი ზომის შრიფტი. ნაშრომის ძირითადი ტექსტისთვის ინტერვალი არის5. ტექსტი უნდა დაიბეჭდოს მხოლოდ ერთ გვერდზე. გვერდის მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს 30 მმ მინდორი, ხოლო დანარჩენ მხარეებზე – 20 მმ. მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის)

 

აპლიკანტმა სურვილისამებრ შესაძლოა წარმოადგინოს: 

 

  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი
  • პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი
  • სხვა შესაბამისი დოკუმენტები

 

საკონკურსო გასაუბრებაზე დაშვების წინაპირობები და შეფასების კრიტერიუმები:

 

კონკურსანტის მიერ აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში იგი დაიშვება გასაუბრებაზე. 

 

12.2. კონკურსანტი გასაუბრებას გადის მიმღები კომისიის წინაშე, რომლის შემადგენლობასაც კავკასიის სამართლის სკოლის დეკანის წარდგინებით, ამტკიცებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. ბრძანება ქვეყნდება მიღების გამოცხადებასთან ერთად. 

12.3. კანდიდატის საანკეტო მონაცემებს კომისიას მოახსენებს სადისერტაციო საბჭოს მდივანი.

12.4. კანდიდატი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ მის მიერ მიღებულ შეფასებათა საშუალო არითმეტიკული იქნება არანაკლებ 51 ქულა.

12.5. სადოქტორო პროგრამაზე მიმღები კომისიის წევრები კონკურსანტს აფასებენ სპეციალური შეფასების ფორმის მიხედვით კრიტერიუმები).

12.6. საერთო შეფასების მაქსიმალური ქულაა – 100. 

12.7. კონკურსის შემთხვევაში, კანდიდატის შერჩევისას, კომისიის შეხედულებისამებრ, გათვალისწინებული მინიმალური დოკუმენტების გარდა, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია და მასალები.

 

თარიღები:

 

სამართლის  სადოქტორო პროგრამაზე საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია 2024  წელს.

 

  • საბუთების მიღების ვადა - 6 სექტემბერი, 2024
  • გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება - 10 სექტემბერს, 2024
  • კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება - 14 სექტემბერს, 2024

 

გადახდის პირობები

 

კავკასიის სამართლის სკოლაში სადოქტორო პროგრამის ღირებულება შეადგენს 18000 ლარს (წელიწადში 6000 ლარი)