ცენტრის შესახებ

აკადემიური წერის ცენტრის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის გატარება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

 

ცენტრი შეიქმნა საერთაშორისო პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ (ერაზმუს+ მიერ დაფინანსებული) შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.

 

აკადემიური წერის ცენტრის ამოცანებია:

 

  • აკადემიური წერის სწავლების კოორდინირება და ერთიანი მიდგომების დანერგვის უზრუნველყოფა კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლაში; 
  • კონკრეტული პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლებისათვის დამატებითი აკადემიური სერვისების შეთავაზება, აკადემიური უნარების განვითარება-გაუმჯობესებისათვის;
  • პლაგიატის პრევენციის პოლიტიკის წარმართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 

დაინტერესებულ სტუდენტებსა და პროფესორებს შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: academic_writing@cu.edu.ge ან შეავსონ განაცხადი.