2013 წელი

პროექტი: ,,ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში" (IncoNetCA/SC). პროექტი აერთიანებდა ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 32 ქვეყნის უნივერსიტეტს, სამეცნიერო ინსტიტუტსა და საკონსალტინგო ჯგუფს.

 

პროექტის მიზანი: ინოვაციაზე ორიენტირებული მეცნიერების განვითარება ათასწლეულის პროგრამის შესასრულებლად.

 

პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამით (FP7).

 

პროექტი დასრულდა 2013 წლის აპრილში.

 

 

SPELABA

,,თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ 

 

პროექტი ხორციელდება ,,კავკასიის უნივერსიტეტი’’-სა და ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი’’-ს მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტზე მუშაობა ორგანიზაციამ 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტი გულისხმობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში 1000-ზე მეტი ისტორიულად ქართული სოფლის და მისი შემოგარენის შესწავლას, იქ არსებული ჩვენთვის ცნობილი თუ აქამდე უცნობი ქართული კულტურის ძეგლების მოკვლევას, მათი თანამედროვე მდგომარეობის დაფიქსირებას, ძეგლების შესახებ ისტორიული წყაროების დამუშავებას, ისტორიული ტოპონიმების დაზუსტებას, GPS კოორდინატების აღებას და ფოტო-ვიდეო ფიქსაციას. 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2014 წელს ჩატარდა 9 ექსპედიცია (56 დღე) ისტორიულ არტანში, კოლაში, პალაკაციოში, ფოსოში, ერუშეთის,  ჯავახეთისა და სამცხის ნაწილში. შესწავლილ იქნა ამ მხარეებში მდებარე 314 სოფელი, ნასოფლარი და მათი მიდამოები. შედეგად, დაფიქსირდა აქ მდებარე წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კულტურის 119 ისტორიული ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა. გარდა ამისა, გამოვლინდა კულტურის 143 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში. (ხუციშვილი და სხვები, 2015).

 

2015 წელს ჩატარდა 5 ექსპედიცია (56 დღე) ისტორიული შავშეთისა და კლარჯეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე.  შესწავლილ იქნა ამ მხარეებში მდებარე 283 სოფელი, ნასოფლარი და მათი მიდამოები.

 

შედეგად, დაფიქსირდა აქ მდებარე წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კულტურის 116 ისტორიული ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა. გარდა ამისა, გამოვლინდა კულტურის 108 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში. მათ შორის: 48 ეკლესია (12 უცნობი), 47 ნაეკლესიარი (33 უცნობი), 66 ციხე და კოშკი (31 უცნობი), 24 ქვის თაღოვანი ხიდი (1 უცნობი), 32 სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა (მეგალითური, მიწისქვეშა, მღვიმის, საცხოვრებელი და სხვა, მათ შორის 24 უცნობი), უცნობი წარწერები - 1 ასომთავრული ქართული, 1 სომხური და 5 ახლადმიკვლეული ორნამენტიანი ქვა. პარალელურად დაფიქსირდა სომხური, ბერძნული, რუსული და თურქული კულტურის ცალკეული ძეგლების (ნაგებობები, წარწერები, ქვაზე კვეთილობები და სხვა) თანამედროვე მდგომარეობა.

 

პროექტი დაიწყო 2013 წელს და დასრულდა 2016 წელს.