2022 წელი

კიბერ უსაფრთხოების Cisco აკადემია ბავშვებისთვის [SPG-22-218]

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება “კიბერ უსაფრთხოების Cisco აკადემია ბავშვებისთვის” საბავშვო აკადემიის დაარსება. აკადემიის მიზანია საქართველოში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით. მიზნის მისაღწევად, გამოყენებული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების მსოფლიო გიგანტის კომპანია Cisco Systems-ის კომპლექსური სასწავლო პროგრამა, რომელიც განთავსებულია ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე netacad.com. სასწავლო პლატფორმაზე წვდომისათვის საკმარისია მხოლოდ ინტერნეტ რესურსთან წვდომა. სასწავლო პლატფორმა მოიცავს თანამედროვე ვირტუალიზაციის სერვისებს, რომელთა მეშვეობითაც მსემენელებს შეეძლებათ ჰიბრიდულ რეჟიმში მიიღონ წმდომა ყველა თანამედროვე მოწყობილობის იმიტატორ/სიმულატორებზე, რომელთა მეშვეობით ბავშვები გამოიმუშავებენ მსგავსი მოწყობილობების კონფიგურირება-დაპროგრამების უნარებს. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარებენ ლექციებს კიბერ უსაფრთხოებისა და ქსელების უსაფრთხოების მიმართულებების წამყვანი ექსპერტები. შედეგად, მსმენელი მიიღებს ამ დარგში აქტუალური და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიისათვის საჭირო უნარებსა და ცოდნას, რაც მომავალში დაეხმარება პროფესიის არჩევასა და მაღალ კონკურენტუნარიანობაში. ყველა მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის და Cisco აკადემიის ოფიციალურ სერტიფიკატებს

 


კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა [MG-ISE-22-103]

 

კიბერ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. რასაც ახალი გამოწვევები მოჰყვება კიბერუსაფრთხოების მხრივ. საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კიბერსივრცის თავდაცვის მექანიზმების განვითარებაა. 2008 წელს საქართველო დაუცველი დარჩა კიბერშეტევების მიმართ, მომზადების შემთხვევაში, ზარალი მინიმალური იქნებოდა. 2021 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების მე-3 ეროვნული სტრატეგია. მის ფარგლებში, ორგანიზაციებმა, რომლებიც განიხილება როგორც კრიტიკული, უნდა ჩაატარონ უსაფრთხოების აუდიტი და შეღწევადობის ტესტირება. რისთვისაც სპეციალისტების ნაკლებობის გამო, საქართველოს დაჭირდება უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა. ტელეკომუნიკაციების ინდუსტრია იცვლება 5G ტექნოლოგიებისკენ. მკვლევარებმა აჩვენეს, რომ 5G სისტემებს აქვთ უსაფრთხოების პრობლემები. 2022 წლის 8 თებერვალს პორტუგალიურ Vodafone-ზე კიბერთავდასხმამ გამოიწვია კომუნიკაციისა და სატელევიზიო სერვისების პრობლემები. საქართველო ემზადება 5G ტექნოლოგიაზე გადასასვლელად. 2021 წლის 1 იანვარს საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ. საქართველოს სჭირდება 5G უსაფრთხოების სპეციალისტები. ამ მიზნით, იგეგმება „კიბერუსაფრთხოების და 5G ლიგის“ დაარსება. „ლიგის“ მიზანია კიბერუსაფრთხოების და 5G ტექნოლოგიების სფეროების განვითარება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ შევიმუშავეთ ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა 50 სტუდენტისთვის. ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. უკრაინის ამჟამინდელმა საომარმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ კიბერ ომი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აუცილებელია უცხოელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც გაგვიზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას და გააძლიერებენ საქართველოს


 

აკაკი კლიმიაშვილი, მასალები XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ისტორიისათვის – მორიგე ლაშქარი [SP-2-21-421]

 

აკაკი კლიმიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „მასალები XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ისტორიისათვის – მორიგე ლაშქარი“ (თბ., 1966) საქართველოს სამხედრო ისტორიის საეტაპო მნიშვნელობის კვლევაა. ნაშრომში წარმოდგენილი ქართლ-კახეთის სამეფოს სალაშქრო სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენის, „მორიგი ლაშქრის“ ისტორია, სადაც ეტაპობრივად განხილულია მისი წინაპირობები თუ განმსაზღვრელი აუცილებლობა; დეტალურად შესწავლილია საკითხი, თუ რამდენად შეესაბამებოდა მუდმივი ჯარის შემოღება ამ პერიოდის სოციალურ-ეკონომიური განვითარების დონეს; აგრეთვე, წარმოდგენილი კვლევა „მორიგი ლაშქრის“ წარმოქმნის პერიოდთან დაკავშირებით და საყოველთაოდ არსებული პრაქტიკის შესაბამისად განსაზღვრული თარიღი – 1774 წელი, შესაბამისი კვლევის საფუძველზე, შეცვლილია 1756 წლით; მონოგრაფიაში საგანგებოდ ნაკვლევია საკითხი ლაშქრის გაყვანის წესისა და ორგანიზაციის შესახებ, აგრეთვე ფეოდალური საზოგადოების დამოკიდებულება და მისი არსებობის ხანგრძლივობა. ნაშრომს ბოლოში დართული აქვს „მორიგე ლაშქრის“ შესახებ არსებული ისტორიული დოუმენტები, რომლებიც დალაგებულია საკვლევი საკითხების მიხედვით

 


ელისაბედ ერისთავის მემუარები [SP-2-21-398]

 

მემუარები თავს უყრის ქართული უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლის ელისაბედ ერისთავის (1864-1949) ჩანაწერებს, რომელიც დაცულია საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში და ბოლო რამდენიმე წელიწადია სალიტერატურო და სამეცნიერო პერიოდიკაში ქვეყნდებოდა ვრცელი კომენტარებით, შენიშვნებითა და თანდართული ფოტომასალით. წიგნი გამოსაცემად მოამზადა ფოტომასალა და საძიებლები დაურთო მაია ცერცვაძემ. ელისაბედ ერისთავის კოლექცია ქართული მემუარული მემკვიდრეობის ოქროს ფონდს განეკუთვნება. იგი საყურადღებო წყარო და მასალაა XIX-XX სს-თა მიჯნის ქართული არისტოკრატიისა და ინტელიგენციის, საზოგადოებრივი აზრის, კულტურისა და ლიტერატურის ისტორიის შესასწავლად. წიგნის ფურცლებზე მკითხველს ბევრ უცნობ ფაქტსა თუ მოვლენასთან, საინტერესო პიროვნებასთან შეხვედრა, დიდი სიხარული, ცნობისწადილის დაკმაყოფილება და ესთეტიკური სიამოვნება ელის. წიგნი ეძღვნება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას


 

პლატონ იოსელიანი, თხზულებანი [SP-2-21-425]

 

წიგნი თავს უყრის ისტორიკოსის, არქეოლოგის, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევრის, თეოლოგისა და პედაგოგის, პლატონ იოსელიანის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის, ხუროთმოძღვრების, ეკლესიის, ქართული დამწერლობის, გრამატიკის, რუსთველოლოგიის საკითხებზე, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მე-19 საუკუნის ქართული ეროვნული სამეცნიერო აზრის დანერგვასა და განვითარებაში. მოგზაურის ჩანაწერების ჟანრში დაწერილი და ერთ კრებულში გაერთიანებული ნაშრომთა უმრავლესობა, უმეტესწილად, მხატვრულ-პუბლიცისტური ნაწარმოებებია, რომლებშიც ავტორი ნანახისა და განცდილის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს. მათი უმრავლესობა, თავის დროზე, პლატონ იოსელიანის რედაქტორობით გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის – „ზაკავკაზსკიი ვესტნიკის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა, რომელიც პუბლიცისტმა და გამომცემელმა ძალიან წარმატებულად გამოიყენა საქართველოს ისტორიის, ეკლესიის, კულტურისა და ტრადიციების უცხოტომელთათვის გასაცნობად.