სასამართლო გადაწყვეტილებათა კრებული მეორე ტომი

2022 წელს გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სტატიების კრებული, რომელიც საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებათა შესწავლას წარმოადგენს. კვლევის პროცესში აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართულები იყვნენ სამართლის სკოლის დოქტორანტები.

 

კრებულში წარმოდგენილია სამეცნიერო ნაშრომები სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

 

კრებული გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელია სამართლის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი სოფიო შენგელია.

 

სასამართლო გადაწყვეტილებათა კრებული მეორე ტომი