ტრენერი

ტრენერი - ნინი ჭაჭია

 

პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული ქოუჩი, ბლოგერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი. 15 წელიწადზე მეტია აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ მისი სამუშაო არეალი ასევე მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას. მუშაობის სფერო: ფსიქოლოგია, განათლება და ბიზნესი. ჩატარებული აქვს 150ზე მეტი ტრენინგი, 100-ზე მასტერკლასი. მუშაობდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან და მშობლებთან. ამჟამად თანამშრომლობს სხვადასხვა არაფორმალური განათლების ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან როგორც ქოუჩი/ტრენერი და მოწვეული კონსულტანტი. კრიტიკული აზროვნების სკოლის - School for Critical Thinking

დამფუძნებელი.

კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების თანადამფუძნებელი, საცხენოსტო ტურიზმის ასოციაციის (ERETA) თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი; Rotary Club Tbilisi Ambassador-ის წევრი;