კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და ბენეფიტების მენეჯერის თანამდებობაზე

6 სექტემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

 

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპენსაციებისა და ბენეფიტების მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • ფეიროლ პროცესების განხორციელება და კონტროლი.
  • ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულებების, ბიულეტენების, სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობების აღრიცხვა და კონტროლი;
  • თანამშრომელთა მივლინების და შვებულების სისტემის მართვა უნივერსიტეტის შინაგანაწესით და ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი წესის შესაბამისად და აღნიშნულზე შესაბამისი ბრძანების მომზადებაში ჩართულობა;
  • დაშვების სისტემების (Biostar) მუდმივი მონიტორინგი და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში პროგრამისტის ინფორმირება;
  • დასაქმებულთა ნამუშევარი საათების აღრიცხვის მონიტორინგი/ სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დადგენილი წესით წარმოების უზრუნველყოფა/HR სოფტის ადმინისტრირება;
  • ფინანსების მართვის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა და მათთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიწოდება;
  • დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, მატერიალური კომპენსაციების და სხადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება/მართვა;
  • უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1წლიანი გამოცდილება

 

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint, Outlook.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და დაკვირვებული;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი;

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე(ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
  • ანაზღაურება 1000-1200 ლარის ფარგლებში, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).

 

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი 2024 წელი

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge.

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  კომპენსაციებისა და ბენეფიტების მენეჯერის.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!