CSB პროფესორი,ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი

18 აპრილი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

 

  • ბიზნესის ადმინისტრირება - პროფესორი: 4, ასოცირებული პროფესორი: 4
  • მარკეტინგი - პროფესორი - 3, ასოცირებული პროფესორი: 3
  • ფინანსები - ასოცირებული პროფესორი: 3
  • საბუღალტრო აღრიცხვა - ასოცირებული პროფესორი: 3
  • მენეჯმენტი - ასისტენტ-პროფესორი: 3

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

) პროფესორისთვის

 

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.

 

) ასოცირებული პროფესორისთვის

 

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი.

 

) ასისტენტ-პროფესორისთვის

 

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული  დამატებითი მოთხოვნა:

 

კანდიდატების მიმართ დამატებით მოთხოვნას წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე ასევე, კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

  

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

  

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
  • საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები).

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 18 მარტი 2020 წ.  

საბუთების მიღება: 2020 წლის 18 აპრილიდან - 2020 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის აპრილის თვე.

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 4 მაისი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს E-mail: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.