კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST)

4 ნოემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე, შემდეგი მიმართულებით:

 

  • ორგანიზაციული რესურსების დაგეგმვის (ERP) სისტემები (1 ვაკანტური ადგილი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
  • სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;

 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადოქტორო/სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას. (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !

 

საბუთების მიღება: 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2022 წლის დეკემბერი;

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.