ბიოგრაფია

ვახტანგ ფარცვანია - კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროფესორი და CSB-ის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი.

 

აქვს სწავლებისა და აკადემიური კვლევის სფეროში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილება. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: ეკონომიკურ პოლიტიკასა და სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საავტომობილო ინდუსტრიაში. მისი ნაშრომები იკვლევს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებასა და გამოწვევებს განვითარებად ბაზრებზე. მისი სტატიები გამოქვეყნებულია Scopus-ის Q2 და Q3 კატეგორიის ჟურნალებში საჯარო პოლიტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით.

 

პროფესორ ფარცვანიას აქვს საერთაშორისო საავტომობილო ინდუსტრიაში 10-წლიანი ლიდერული მოღვაწეობის გამოცდილება. ეკავა სტრატეგიული პოზიციები Scania Group-ში, Renault Group-ში და Association of European Businesses-ში. მისი საქმიანობა მოიცავდა საჯარო ურთიერთობებს, კომუნიკაციებს, მდგრად განვითარებას, ბიზნესის განვითარებასა და კრიზისების მართვას.

 

მიღებული აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მოსკოვის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტში.