ბიზნესის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2026

25 მაისი 2026

23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ბიზნეს სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა.

 

კომისიის გადაწყვეტილებით სამაგისტრო საფეხურის მომხსენებლებს შორის საუკეთესო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - ეთერ ჩორგოლაშვილი  (მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა)

თემა: ჰომოგენური გუნდების მახასიათებლები და გავლენა გუნდურ  ეფექტურობაზე ლიტერატურის მიმოხილვა

  • II ადგილი - სოფიკო შეყლაშვილი (ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი ) ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა)

თემა: The impact of valuation dispersion on liquidity risk in a thin frontier market:  Evidence from the Georgian Stock Exchange

 

საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შორის გამოვლინდა:

 

ჟიურის გადაწყვეტილებით I  ადგილი დაიკავა ორმა მონაწილემ:

 

  • გიორგი ლაბაძე (ბიზნესის ადმინისტრირების (სპეციალობები: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა)

თემა: ხელოვნური ინტელექტის გავლენა აუდიტორის საქმეზე და მის  დამოუკიდებლობაზე: საქართველოსა და საერთაშორისო პრაქტიკის  ანალიზი

  • ნიცა გაბრავა (ბიზნესის ადმინისტრირების (სპეციალობები: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა)

თემა: The role of Meritocracy in modern educational systems and its impact on social  mobility

  • II ადგილი - ნინა გოგიტიძე (ჯანდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა)

თემა: ლიდერობის სტილი და მისი გავლენა სამედიცინო პერსონალის მოტივაციაზე

  • III ადგილი - სესილი ჯიქიძე (ბიზნესის ადმინისტრირების (სპეციალობები: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა)

თემა: პერსონალური ბრენდი ციფრულ ალგორითმულ ეკოსისტემაში

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების (სპეციალობები: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები:

 

  • თათია ნაცვლიშვილი და მარიამ ჩიხრაძე თემით „ვიდეოთამაშების ინდუსტრიის განვითარების პოტენციალი საქართველოში“