გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) სამაგისტრო პროგრამების დირექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

26 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტს, GEM-ის პროგრამის დირექტორი - ჩანდრა დალ პონტი, სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე GEM-ის და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი MBA პროგრამით დაინტერესებულ აპლიკანტებთან. 

 

პროგრამის პრეზენტაციაზე მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის შესახებ, რომელიც გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამაა და გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ჩანდრა დალ პონტი, ასევე შეხვდა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-15 მიღების სტუდენტებს.

 

GEM-ს მიღებული აქვს ისეთი საერთაშორისო დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორიცაა: AACSB, AMBA და EQUIS. ასევე, Financial Times-ის 2020 წლის რეიტინგში მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 63-ე ადგილს იკავებს.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.