პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის დასახელება: მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა

ხანგრძლივობა: 3 წელი                                                                

სწავლების ენა: ინგლისური

მოცულობა: 60 ECTS კრედიტი  და კვლევითი კომპონენტი                                                                                                                                                                                                                                                                                                                      

კავკასიის უნივერსიტეტს გააჩნია სადოქტორო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება. უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას უცხოელ პარტნიორებთან ერთად. თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა.

 

მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის პროგრამას და მისი მიზანია, მოამზადოს მკვლევარი, რომელსაც ექნება სიღრმისეული თეორიული ცოდნა და კვლევის ჩატარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიური უნარ-ჩვევები ბიზნეს ადმინისტრირების დარგში, მენეჯმენტის მიმართულებით, უფრო ვიწრო გაგებით კი, ორგანიზაციული ქცევის, ორგანიზაციული თეორიის და ლიდერობის საკითხებში.

 

სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს მკვლევარი, რომელსაც ექნება კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ჩატარების უნარი. ახალი ცოდნის შექმნასთან ერთად პროგრამის მიზანია, დოქტორანტი დაეუფლოს სწავლების საუკეთესო  მეთოდებსა და ცოდნის გადაცემის უნარ-ჩვევებს. ასევე, პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს გააჩნდეს აკადემიური ეთიკის ნორმები და საერთაშორისო დონეზე მოახდინოს საკუთარი თავის ინტეგრირება აკადემიური საზოგადოების სხვადასხვა ასპარეზზე. პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება მენეჯმენტის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის დოქტორი

 

პროგრამის ბროშურა