პროგრამის სტრუქტურა

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს.

 

მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 240 ECTS კრედიტის შესაძლო განაწილების სქემა:

 

ეკონომიკის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, წელიწადში –საბაკალავრო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს.

 

მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 180 ECTS კრედიტის შესაძლო განაწილების სქემა:

 

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 153 ECTS კრედიტი ეთმობა სავალდებულო დისციპლინებს. მათ შორის:

 

  • 20 კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო საგნები;
  • 20 კრედიტი - ინგლისური ენა;
  • 83 კრედიტი - სპეციალობის სავალდებულო საგნები;
  • 30 კრედიტი - პრაქტიკული/კვლევითი სავალდებულო კომპონენტი.

 

153 ECTS კრედიტის გარდა, სტუდენტს საშუალება ეძლევა დანარჩენი 27 ECTS კრედიტი აირჩიოს: სპეციალობის არჩევითი საგნებიდან და თავისუფალი კომპონენტიდან.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

იხილეთ პროგრამა.