პროგრამის სტრუქტურა

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს.  

 

შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს. სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი.

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს. დამატებით შესაძლებელია, ზაფხულის სემესტრის ორგანიზება. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ მას არ აქვს უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აითვისოს 75  ECTS კრედიტზე მეტი.საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.

 

მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 180 ECTS კრედიტის შესაძლო განაწილების სქემა:

 

თავისუფალი კომპონენტი - 55 კრედიტი:

 

  • ზოგად-საუნივერსიტეტო და ძირითადი სპეციალობის დამხმარე კურსები (სავალდებულო) – 15 კრედიტი
  • ინგლისური/ქართული ენა (სავალდებულო) 20 კრედიტი
  • მეორე უცხო ენა (სავალდებულო) 20 კრედიტი 

 

ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები - 125 კრედიტი:

 

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო კურსები  -  100 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფეროს  არჩევითი კურსები -  25 კრედიტი
  • სტუდენტს შეუძლია უხო ენის მოდულიდან 10 კრედიტი აითვისოს თავისუფალი კრედიტის სახით.

 


იხილეთ პროგრამა