დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპების, პროცესებისა და თეორიების საფუძვლიანი ცოდნა; აანალიზებს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების როლსა და ადგილს საერთაშორისო პოლიტიკაში, იდენტიფიცირებას უკეთებს მათ პოლიტიკურ დღისწესრიგს, ინტერესებს და ურთიერთობების სპეციფიკას საერთაშორისო ურთიერთობებსა და მომიჯნავე დისციპლინებზე დაყრდნობით; იყენებს დარგისთვის დამახასიათებელ კვლევის მეთოდებს და ახდენს პროფესიული ცოდნის წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას, მათ შორის, უცხო ენაზე. განსაზღვრავს შესაბამის ნაბიჯებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად. პროგრამის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით და აქვთ სამართლიანობისა და დემოკრატიული ფასეულობების გააზრებისა და ამ ღირებულებების დამკვიდრებისკენ სწრაფვა. აღნიშნული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მატარებელი სპეციალისტი შეძლებს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში დასაქმების ბაზარზე საკუთარი მოვალეობების მაღალკვალიფიციურად შესრულებას, ასევე შეძლებს ეფექტურად გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე.
კავკასიის უნივერსიტეტის მისიაა „კვლევებზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების ერთგული სპეციალისტების მომზადება და საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება”.
კავკასიის უნივერსიტეტის მისიასთან სრულ თანხვედრაშია პროგრამის მიზნები, რომლებიც ასახავს თუ რა ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მქონე კურსდამთავრებულის მომზადებისკენ არის მიმართული პროგრამა და რა წვლილს შეიტანს იგი დარგისა და საზოგადოების განვითარებაში. პროგრამის მიზნები სრულად შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტის მისიასა და განვითარების სტრატეგიულ გეგმას.
