პროგრამის სტრუქტურა

საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს.

 

სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის სემესტრის ორგანიზება. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ მას არ აქვს უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აითვისოს 75 ECTS კრედიტზე მეტი. 

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 240 ECTS კრედიტის შესაძლო განაწილების სქემა:საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 180 ECTS კრედიტი ეთმობა პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას. მათ შორის: 

 

  • 15 კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო საგნები· 
  • 20 კრედიტი - ინგლისური ენა· 
  • 20 კრედიტი - მეორე უცხო ენა· 
  • 125 კრედიტი - დარგობრივი და პროფესიული სავალდებულო საგნები
  • 60 კრედიტი - არჩევითი საგნები, აქედან შესაძლებელია 20 კრედიტი იყოს თავისუფალი კრედიტი

 

 

იხილეთ პროგრამა