განახლებული ჟურნალის „დრო მშვიდობისას“ პრეზენტაცია

15 თებერვალი 2011

ჟურნალის 2011 წლის პირველი ნომრის მთავარი თემა 2000-იანები, ანუ „მეხსიერებიდან დეკოდირებული დეკადაა". მისი ტირაჟი 500 ცალია და თვეში ერთხელ გამოიცემა.
ჟურნალის მთავარ თემებს კავკასიის მედიის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი ბექა ადამაშვილი ამზადებს.
ჟურნალი „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის" პროექტია, რომელიც პირველად 2001 წელს გამოიცა. 2001 წლის შემდეგ ჟურნალმა რამდენიმეჯერ ფორმატი შეიცვალა. 2011 წლიდან ის ახალი დიზაინით, განახლებული სარედაქციო ჯგუფითა და იდეებით წარდგა მკითხველის წინაშე, თუმცა კონცეფცია იგივე დარჩა: გამოხატვის თავისუფლება, შემოქმედება და მშვიდობა.
პრეზენტაციაზე სპეციალური გათამაშება მოეწყო, რომლის გამარჯვებულებიც „დრო მშვიდობისას" მთელი წლის ნომრებს უფასოდ მიიღებენ.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მედია სკოლის სტუდენტს ბექა ადამაშვილს და წარმატებებს უსურვებს მას.