ამერიკელი პროფესორის ჯონ მაქსველ ჰამილტონის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში

26 ნოემბერი 2010
ვწერ, როგორც ჟურნალისტი და შეკითხვებსაც ყოველთვის ჟურნალისტურს ვსვამ," – ეს ამერიკელი პროფესორის ჯონ მაქსველ ჰამილტონის სიტყვებია. ქართულად ნათარგმნი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელმძღვანელოს "ჩაეჭიდე პრესის" ავტორი დღეს კავკასიის მედიის სკოლას, მასპინძელთან, რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელთან, მარინა ვაშაყმაძესთან ერთად სტუმრობდა. შეხვედრა მთლიანად ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.

მედიის სკოლის სტუდენტებმა ამერიკელი პროფესიონალის რჩევები ბევრ პრაქტიკულ საკითხზე მიიღეს: იმაზე, თუ როგორ მოექცნენ წყაროებს; როგორ შეუნარჩუნონ მნიშვნელობა პროფესიას გლობალურ, სოციალური ქსელების ეპოქაში; მომავალმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, თუ როგორ ფორმულირდება თანამედროვეობაში ცნებები "ობიექტურობა", "მიუკერძოებლობა", "სამართლიანობა" ამერიკელი ჟურნალისტებისთვის; რა საშუალებებით ახერხებენ მმართველი ელიტები მედია საშუალებების პროპაგანდის იარაღად ქცევას; როგორია ურთიერთობა მედია მენეჯერებსა და ჟურნალისტებს შორის განვითარებული დემოკრატიის პირობებში.

კავკასიის უნივერსიტეტმა საპატიო სტუმარს სუვენირები უსახსოვრა. მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ კახა შენგელიას თანაავტორობით შექმნილი საქართველოს ისტორიის ინგლისური გამოცემა.

{phocagallery view=category|categoryid=203|limitstart=0|limitcount=0}