ეთერშია CSM-ის და რადიო „უცნობის“ პროექტი

11 იანვარი

. 20 თებერვალს რადიოს ეთერში გავიდა ახალი პროგრამა "ევროპის ახალი ამბები", რომელსაც რადიოს საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად CSM-ის მეორე კურსის სტუდენტები –თაკო ქველიძე და ანო მაისურაძე ამზადებენ.

„ევროპის ახალი ამბები" რადიო „უცნობის" ეთერში (FM 98.0, www.ucnobifm.ge/) დღეში სამჯერ გადის: 9:30, 12:30, 18:30. მისი მიზანია დაინტერესებულ მსმენელს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ–ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებზე; ასევე ევროკავშირის, როგორც ინსტიტუციის აქტივობებზე.

შეგიძლიათ მოისმინოთ გადაცემის აუდიო ჩანაწერები:

ანო მაისურაძის გამოშვება
თაკო ქველიძის გამოშვება