მასტერკლასი კრეატიულ წერაში

16 იანვარი 2023

14 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში პიარითა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის მასტერკლასი გაიმართა კრეატიულ წერაში.

 

შეხვედრა ჩაატარა კავკასიის მედიის სკოლის ლექტორმა, მწერალმა და ქოფირაითერმა ბექა ადამაშვილმა.

 

მასტერკლასზე აბიტურიენტები გაეცნენ როგორც მთავარ მიგნებებს, რომელიც კრეატიული წერის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს, ასევე წერის ტექნიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აბიტურიენტებმა, მასტერკლასის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ქვიზში, რომელიც Kahoot-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც, მონაწილეებს საუკეთესო კრეატიული მიგნებები უნდა ამოეცნოთ არსებულ ვარიანტებს შორის.

გამარჯვებულ აბიტურიენტს როგორც უნივერსიტეტისგან, ასევე სპიკერისგან, სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.