სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მედიის სკოლაში

7 ივლისი 2020

4 და 6 ივლისს კავკასიის მედიის სკოლაში ჩატარდა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. 

 

სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა წარადგინეს სადიპლომო ნაშრომები ისეთ თემებზე, როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაცია, მარკეტინგული კომუნიკაციები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბრენდინგი, რეკლამა და სხვა. 

 

ნაშრომების წარდგენის შემდეგ, კომისიის წევრებმა მაგისტრანტებს პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები მისცეს.