CSM სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

6 ივლისი 2018

2,3 და 6 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიის სკოლის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს. სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის 13-მა მაგისტრანტმა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის 3-მა მაგისტრანტმა ნაშრომები და პროექტები წარადგინეს.

 

სამაგისტრო კვლევების თემატიკა კომუნიკაციის სფეროს, ამ დარგში არსებულ საერთაშორისო ტრენდებსა და ქართულ სივრცეებს ეხებოდა. პროექტები კი ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, სიღრმისეულ რეპორტინგსა და დოკუმენტურ ჟანრში იყო წარმოდგენილი.

 

შესრულებული პროექტების ნახვა შეგიძლიათ სტუდენტური ნამუშევრების განყოფილებაში.