CSM-ის "თაობა 2015" პრეზენტაცია

23 თებერვალი 2015

22 თებერვალს, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური ჟურნალის "თაობა 2015" პრეზენტაცია გაიმართა.


გამართულ ღონისძიებას მედია პროფესიონალები, ჟურნალების გამომცემლები, დონორები, ლექტორები, სტუდენტები და აბიტურიენტები დაესწრნენ.

სტუდენტური ჟურნალი, მედიის სკოლის, მესამეკურსელების შექმნილია. ჟურნალი ძირითადად კულტურულ თემატიკაზეა ორიენტირებული, თუმცა გათვლილია თითქმის ყველა გემოვნების მკითხველზე. გამოცემა ჟურნალის კლასის ფინალური პროექტია. მისი რედაქტორებიც, ჟურნალისტებიც და ფოტოგრაფებიც CSM-ის მესამე კურსის სტუდენტები არიან. კლასს ხელმძღვანელობდნენ ლექტორები შორენა შავერდაშვილი და სოფო ბუკია.

გამოცემის პროცესში ჟურნალის რედაქციას განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინა კავკასიის უნივერსიტეტმა, ელექტრონული წიგნების სახლმა "საბამ" და "აიდიეს ბორჯომი საქართველომ", რისთვისაც მედიის სკოლა მათ მადლობას უხდის.

ჟურნალი შეგიძლიათ ნახოთ ჯიხურებში, ან წაიკითხოთ მისი ელექტრონული ვერსია მითითებულ ბმულზე.