მედიის სკოლის სტუდენტური კონფერენცია

25 ივნისი 2020

2020 წლის 24 ივნისს ჩატარდა კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, ასევე, PR (პიარისა) და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა.

 

ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:

 

I ადგილი - თემურ მელიქიშვილი

თემა: სარეკლამო მასალების გამიჯვნა ქართულ ონლაინ მედიაში

 

II ადგილი - სოფიო შარაძე

თემა: მედია, როგორც სტერეოტიპების დამკვიდრების მძლავრი იარაღი

 

III ადგილი - ნინო გაბისონია

თემა: უსახლკაროთა პრობლემების გაშუქება ქართულ ონლაინ მედიაში

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა: სოფიო შარაძე, ნინო ჩხეიძე, მარიამ წაქაძე, ლუკა გაბედავა, მარიამ შალამბერიძე.