კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების საერთაშორისო წარმატება

9 მაისი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების საკონფერენციო ნაშრომები, ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.

 

საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ცვალებად საზოგადოებაში ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხებოდა, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის მედიის სკოლის და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა - ნინო ვანიშვილმა, ელენე თვაურმა და ელენე ხომერიკმა.

 

კონფერენციაში ასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა, სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მოხსენებები 25 საუკეთესო ნაშრომს შორის დასახელდა და გამოქვეყნდა.