„მედია დღეს“ - მედიის სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტებისთვის

18 ოქტომბერი 2022

17 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში,CSM-ის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების შეხვედრა გაიმართა თემაზე - „მედია დღეს“.

 

შეხვედრის ფარგლებში, სამაუწყებლო კომპანია „ფორმულას“ ახალი ამბებისა და საგამოძიებო პროექტის - „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტებმა, CSM-ის კურსდამთავრებულებმა - გიორგი კიკაბიძემ, სოფო გოზალიშვილმა და ნანო ჩაკვეტაძემ მომავალ ჟურნალისტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

სტუდენტებმა ნახეს საინტერესო ჟურნალისტური მასალები, მოისმინეს დღევანდელი მედიაში არსებული წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ. ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა დასვეს კითხვები და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო დისკუსიაში.