კავკასიის მედიის სკოლა WICMI-ის სერტიფიცირებული პარტნიორი გახდა

27 იანვარი 2022

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვილებების მენეჯმენტის ინსტიტუმა (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლასთან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკრულებას თავისი 7 კომისიით/ჩართულობის სფეროთი: განათლება, საზოგადოება, კომუნიკაციები, მართვა, გარემო, ბიზნესი, და ტექნოლოგიები და მონაცემები.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებს ინსტიტუტის და მედიის სკოლის თანამშრომლობას პროგრამის „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილების“ ფარგლებში.

 

პროგრამის იდეა მოიცავს შვიდივე ინტერესის სფეროდან ექსპერტების მოზიდვასა და მათ დაკავშირებას კოლეჯებსა და უნივერსიტეტებთან, რათა მოხდეს ცოდნის გაზიარება და გაიზარდოს სტუდენტებისთვის ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი, რომელიც მათ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს პროფესიულ საქმიანობაში.

 

როგორც მსოფლიო ინოვაციებისა და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის გენერალურმა მდივანმა, დანიელ კონეტიკმა განაცხადა: ''გამოცდილი ექსპერტებისგან მიღებული განათლება ფასდაუდებელია. ჩვენი პროგრამის „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ საშუალებით, ჩვენ მოვახდინეთ პოტენციური პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ფაკულეტეტების  დეტალური ანალიზი, რათა შეგვერჩია საუკეთესო პარტნიორები. ჩვენდა სასიხარულოდ, კავკასიის მედიის სკოლაც მსგავსს დასკვნამდე მივიდა, რომ მუდმივ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან გამკლავება და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ცოდნაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ ცოდნასა და შთაგონებას ახალგაზრდებს ამ პროგრამის საშუალებით ვაწვდით. ჩვენ გვჯერა, რომ ერთი წინადადება ერთ ლექციაზე საკმარისია რათა შეუქმნას სტუდენტს მოტივაცია არა მარტო პროფესიის, არამედ ცხოვრების ფილოსოფიის ასარჩევად.“

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის მედიის სკოლა საქართველოდან ერთადერთია ვინც ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის (WICMI) პარტნიორია.