საზაფხულო სკოლა "მედია - დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის"

6 სექტემბერი 2019

1 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა "მედია - დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის" კონფერენციით დასრულდა, რომელიც გახსნეს კავკასიის მედიის სკოლის დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ და ორგანიზაციის "Foerderverein Offener Kanal e.V" ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ რესმანმა.

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე "კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის ევროპული პერსპექტივები". კავკასიის მედიის სკოლის ლექტორმა, სალომე უგულავამ ისაუბრა თემაზე "მედია პლურალიზმი და დემოკრატია" , ხოლო კავკასიის მედიის სკოლის ლექტორმა და ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მედია პროგრამების მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ განიხილა "მედიის როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში".

 

ვოლფგანგ რესმანმა შეაჯამა პროექტის შედეგები, წარმოადგინა მონაწილეთა მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, განხორციელებულ აქტივობათა შესახებ ბლოგები და დებატების ფარგლებში განხილული საკითხები.

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.