შეხვედრა მანჩესტერის ბიზნესსკოლასთან

11 იანვარი


სტუმრებმა მედიის სკოლის დეკან ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად მედიასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. მათ შორის: მედიის როლი საქართველოში, მისი პოპულარიზაციის გზები და ქართული სარეკლამო/მედია ბაზრის შესწავლა.

მედიის სკოლის დეკანმა სტუმრებს განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა გააცნო და სკოლის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

უახლოეს მომავალში კავკასიის მედიის სკოლასა და "Georgia Today"-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება. მემორანდუმის საფუძველზე მედიის სკოლის სტუდენტები "Georgia Today"-ში სტაჟირების გავლას შეძლებენ.

იხილეთ ფოტოები