WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - სერთიფიკატების გადაცემა

5 ოქტომბერი 2022

 

4 ოქტომბერს, კავკასიის მედიის სკოლის დეკანმა ნინო ჟიჟილაშვილმა სტუდენტებს WICMI-ის - მსოფლიო ინოვაციებისა და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის სერტიფიკატები გადასცა. 

 

საუკეთესო სტუდენტებს შორის არიან: ანა გოგილაშვილი, მარიამ ბარამიძე, ნია მიქელაძე, ანა ქასრაშვილი და მარიამ კიღურაძე, მათ WICMI-ს სასერთიფიკატო პროგრამა წარმატებით დაასრულეს. 

 

პროგრამა - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მიზნად ისახავდა სხვადასხვა სფეროს საერთაშორისო დონის ექსპერტების მოზიდვასა და  მათ დაკავშირებას კავკასიის უნივერსიტეტთან. სტუდენტები დაესწრნენ ფართო პროფილის ლექციების ციკლს: განათლების, საზოგადოებრივი საკითხების, კომუნიკაციების, მართვის, გარემოს დაცვის, ბიზნესის და ტექნოლოგიების სფეროში. ლექციები უძღვებოდნენ ისეთი  ექსპერტები, როგორებიც არიან: ჟაკლინ პარსელი, რობერტ ვესტერი, ნიკოლას დიმიტრიადისი და ა. შ.

 

პროგრამა განხორციელდა კავკასიის მედიის სკოლის, მსოფლიო ინოვაციებისა და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტის (WICMI) პარტნიორობის ფარგლებში.