WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მეორე ლექცია ჩატარდა

23 მარტი 2022

21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებისთვის WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - მეორე ონლაინ ლექცია ჩატარდა.

 

ლექცია წაიკითხა სპიკერმა და ტრენერმა ჟაკლინ პარსელმა თემაზე - „რეალურ სამყაროში საჭირო საერთაშორისო პრეზენტაციის უნარები“.

 

ჟაკლინ პარსელი არის  საერთაშორისო დონის სპიკერი და ტრენერი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, IPRA-ს ყოველწლიური Golden World Awards-ის ჟიური და Jasper Alliance London-ის აღმასრულებელი დირექტორია.

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში  ჩანიშნულია კიდევ 3 ონლაინ ლექცია. სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხუთივე ლექციაში, გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი აკადემიური წლის ბოლოს.

 

შემდგომი თვეების ლექციების განრიგი:

ლექცია III- 18 აპრილი, 11.00 საათი

ლექცია IV- 23 მაისი, 11.00 საათი

ლექცია V- 13 ივნისი, 11.00 საათი