პროგრამის სტრუქტურა

კავკასიის მედიის სკოლის ციფრული კომუნიკაციისა და მედია-არტის საბაკალავრო პროგრამა არის 3-წლიანი და მოიცავს 180 ECTS კრედიტს: წელიწადში - 60 ECTS კრედიტს, სემესტრში - 30 ECTS კრედიტს.

 

სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 სასწავლო კვირას. სასწავლო წელი კი დაგეგმილია 38 კვირაზე. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო  დატვირთვას - ლექციების, სემინარების, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების სახით, ასევე, მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს. ამაში შედის შუალედური და საბოლოო შეფასების, საშინაო დავალების, პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადებისთვის განკუთვნილ საათები. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის სემესტრის ორგანიზებაც.

 

180 ECTS კრედიტიდან პროგრამაში გათვალისწინებულია:

 

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო კომპონენტი: 136 ECTS;
  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევნითი კომპონენტი: 30 ECTS (მათთვის, ვინც ინგლისურს იწყებს B1.0 დონიდან, 20 ECTS);
  • თავისუფალი სავალდებულო კომპონენტი: 14 ECTS (მათთვის, ვინც ინგლისურს იწყებს B1.0 დონიდან, 24 ECTS);
  • თავისუფალი არჩევითი კომპონენტი: თავისუფალი კრედიტები - მაქსიმუმ 10 ECTS.

 

3 აკადემიური წლის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით, განაგრძოს დამატებითი სემესტრების განმავლობაში, საერთო ჯამში, არაუმეტეს 5 აკადემიური წლისა. 

 

პროგრამა.