კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
- ინგლისური ენის ცოდნა, ბ2 დონეზე. შეგიძლიათ: ან წარმოადგინოთ ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან გაიაროთ საუნივერსიტეტო ტესტირება;
- ინტერვიუ საუნივერსიტეტო კომისიასთან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია (აქ არაფერი შემიცვლია და დავოტოვთ)
- დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- CV/რეზიუმე
- 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი/CD
- პირადობის მოწმობის ასლი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
- სამოტივაციო წერილი
- ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
თარიღები
- საბუთების მიღების ვადები 22 ივლისი - 5 სექტემბერი, 10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2;
- გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან - 8 სექტემბერი, 2026;
- გამოცდა ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში) - 9 სექტემბერი, 2026.
ფასი
კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამების 1 წლის ღირებულებაა 8,990 ლარი.
CU გრანტი
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურს 50%-ით ფარავს. CU გრანტის მოპოვება შეგიძლიათ 2 გზით:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65%-ს და მეტს.
თუკი ორიდან რომელიმე პირობას აკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ საგრანტო წერილობით კონკურსში მონაწილეობა.
CU გრანტის შენარჩუნებისთვის: სტუდენტმა, სტრატეგიული კომუნიკაციის 1+1 სამაგისტრო პროგრამის I ნაწილი, უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
პროგრამის II ნაწილზე მოპოვებული დაფინანსება გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი უწყვეტად განაგრძობს სწავლას მის II ნაწილზე, I ნაწილი კი დასრულებული აქვს GPA 3.5 და მეტით.
ინგლისური ენის გამოცდის ნიმუში
