პროგრამაზე მიიღებიან პირები, რომლებსაც გაჩნიათ ბაკალავრის ხარისხი (მინ. 180 კრედიტი, რომელიც შეესაბამება კრედიტების ტრანსფერის ევროპულ სისტემას (ECTS)) საინჟინრო ან მეცნიერების სფეროში ან აქვთ სფეროსთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენცია.
პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:
- საბაკალავრო ხარისხი შესაბამის დარგებში. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა (საქართველოს მოქალექეებისთვის);
- მისაღები წერითი გამოცდა (რომელიც მოიცავს იგლისურ ენას B2 დონეზე და ლოგისკისა და რაოდენობირვ საკითხებს). ტესტის ნიმუში;
- შიდა ზეპირი გამოცდა/გასაუბრება ერთობლივ აკადემიურ კომისიასთან (JAC).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- შევსებული online აპლიკაცია
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად
- პირადობის მოწმობის ასლი
- სარეკომენდაციო წერილი
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
- ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4, ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე
თარიღები:
- საბუთების მიღება: 11 სექტემბერი (10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2), 2025;
- მისაღები და საგრანტო ტესტირება: 12 სექტემბერი, 2025;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 13 სექტემბერი, 2025.
სწავლის საფასური:
- საქართველოს მოქალაქეებისათვის - 17 500 ლარი
- არარეზიდენტებისათვის - 14 000 €
* პროგრამაზე მოქმედებს სახელმწიფო გრანტი.
** სამაგისტრო პროგრამაზე შესაძლოა სწავლის საფასური შეიცვალოს სავალუტო კურსის ცვლილების შემთხვევაში.
გთხოვთ, არჩევანის გაკეთების დროს ფასი შეამოწმოთ საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში მისამართზე: NAEC.GE.