პროგრამის მიმოხლივა

სამაგისტრო პროგრამა „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი“ გაძლევთ უნიკალურ შანსს დასაქმდეთ და დაწინაურდეთ მენეჯერულ თანამდებობაზე შრომის უსაფრთხოების სფეროში.

 

რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?


პროგრამის კურსდამთავრებული იქნება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალი დონის სპეციალისტი შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტში, პროფესიული უსაფრთხოების საკითხების ღრმა ცოდნით, ბიზნესის გარემოს კარგი ანალიზის და პრობლემების ანალიტიკურად გადაჭრის უნარით. პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსი (დიპლომი აღიარებულია შრომის ინსპექციის მიერ).

 

ტექნიკური და მენეჯერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების კომბინაცია: პროგრამაში აქცენტი გაკეთებულია ტექნიკური ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, მაგრამ ამავე დროს პროგრამა იძლევა მაღალი დონის ცოდნას ბიზნესის მუშაობის პრინციპებზე. დღეს, ორგანიზაციებს სჭირდებათ სწორედ ისეთი ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპლექსური ცოდნა. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ადამიანებზე, რომელთაც აქვთ მენეჯმენტისა და შრომის უსაფრთხოების სფეროს კომბინირებული ცოდნა.

 

სტრუქტურა: პროგრამა აერთიანებს ორ 60 კრედიტიან ნაწილებს (1+1). სტუდენტს აქვს უფლება გაიაროს ერთწლიანი (60 კრედიტიანი) პროგრამა, რის საფუძველზეც მას მიენიჭება მაგისტრის ხარისხი. დამატებით მეორე 60 კრედიტიანი ნაწილის გავლის შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება კვლევის მაგისტრის ხარისხი. საგანები ისწავლება საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ.