დეკანი


 

BIOGRAPHICAL SUMMARY

 

პროფესორ დევიდ კ. შიმპი, BS, MS, PhD

 

პროფესორი შიმპი არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანი. ადრე კოლეჯის პრეზიდენტად მსახურობდა, სანამ იგი კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენელი კოლეჯი გახდებოდა.

 

იგი იყო ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის მმართველთა საბჭოს დამფუძნებელი წევრი და ასევე არის უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. პროფესორი შიმპი იკავებდა ფილოსოფიის პროფესორის თანამდებობას სოფიას და კავკასიის უნივერსიტეტებში და იყო ალასკის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დამხმარე პროფესორი.

 

პროფესორმა შიმპმა მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბულგარეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ სოფიის წმ. კლიმენტ ორქიდელის ინივერსიტეტში. მან ასევე მოიპოვა მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის სფეროში შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო  სკოლაში და მეცნიერების ბაკალავრის დიპლომი შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში, (ანაპოლისში, მერილენდი).

 

ცამეტი წლის განმავლობაში, პროფესორი შიმპი იყო  პროგრამის შემუშავების ვიცე-პრეზიდენტი შპს Maybank Industries-ში, (ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინა) რომელიც სპეციალიზირებულია საზღვაო უსაფრთხოებაში, ინტერმოდულ ლოჯისტიკაში, გემების დიზაინსა და მშენებლობაში და საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტში. ის ახლა არის საკუთარი საკონსულტაციო კომპანიის მთავარი დირექტორი, რომელიც ფოკუსირებულია მცირე ბიზნესის განვითარებაზე და საერთაშორისო საექსპორტო შესაძლებლობებზე.

 

პროფესორი შიმპი სერთიფიცირებული იყო შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მიერ როგორც საგარეო საქმეთა ოფიცერი და 2010 წლიდან მსახურობდა საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობაზე. იგი  მსახურობდა სამხრეთ კაროლინას შტატის გუბერნატორის მრჩევლად, საზღვაო უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარედ, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ლიგის შავი ზღვის საბჭოს საპატიო პრეზიდენტად.

 

მან თავისი საზღვაო ოფიცრის კარიერა 1976 წელს დაიწყო შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში და 2001 წელს გადადგა კაპიტნის თანამდებობიდან. ამის შემდეგ იგი 2005 წელს დაინიშნა ფედერალურად აღიარებული სამხრეთ კაროლინას საზღვაო ლაშქრის მეთაურად, ხოლო 2009 წელს პენსიაზე გავიდა  კონტრ-ადმირალის წოდებაში. მისი ხელმძღვანელობის გამოცდილება შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში შეიცავს აშშ-ს საზღვაო უსაფრთხოების ჯგუფის  დირექტორობას (ატლანტიკა), კრიპტოლოგიის დირექტორობას, აშშ-ს ატლანტიკური ფლოტის საინფორმაციო ოპერაციების დირექტორობას და კორეის ნახევარკუნძულზე არასტაბილური ოპერაციების მხარდასაჭერად ა.შ.შ.-კორეის სამხედრო და სამოქალაქო ერთეულის სარდლობის ოფიცრობას.

 

პროფესორი შიმპი არის მრავალი პრიზისა და მედლის მფლობელი, მათ შორის, ის არის საპატიო ლეგიონის კავალერი, თავდაცვის სფეროში დამსახურებისთვის მედლის, საზღვაო ძალების შექების მედალი, საზღვაო ძალების მადლიერების მედლის, სამხრეთ კაროლინის გამორჩეული ღვაწლის მედალი და  ქალაქ ლონდონის თავისუფლების მედლების კავალერი. 

 

როგორც დეკანი და ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორ დევიდ კ. შიმპი მხარს უჭერს აკადემიური ოსტატობის უმაღლეს სტანდარტებს და ერთგულია კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯისა და მისი გლობალური ქსელის წინსვლისა.