პერსონალი

 

BIOGRAPHICAL SUMMARY

პროფესორი პოლ ერნესტ ჰენრი, SBStJ, CD, B.A. (Hon.), B.Éd., M.Éd., SFNWC

 

პროფესორ პოლ ერნესტ ჰენრის აქვს ეთიკური ლიდერობის განსაკუთრებული გამოცდილება. ის არის განათლების პროფესორი და პარალელურად ასრულებს დეკანის შტაბის უფროსის მოვალეობას კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესმინსტერის კოლეჯში. ის არის ლორენტიან უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტურის კანდიდატი სოციალურ მეცნიერებათა დარგში. 1996 წელს განათლების გეგმის ცვლილების დარგში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ტორონტოს უნივერსიტეტში. მოიპოვა ორი ბაკალავრის ხარისხი, მათ შორის 1992 წელს გეოგრაფიისა და ისტორიის განათლების ბაკალავრის ხარისხი ლორენტიან უნივერსიტეტში და ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით პოლიტიკურ მეცნიერებების და ისტორიის დარგში 1990 წელს, ასევე ლორენტიან უნივერსიტეტში.

პროფესორი ჰენრი მსახურობდა ონტარიოს განათლების სამინისტროში ფრანგულ ენაზე სწავლების პოლიტიკის  უფროს სპეციალისტად და ამჟამად მსახურობს დირექტორის თანამდებობაზე Scolaire Catholique du Nouvel-Ontario-ში (სიდბერიში, ონტარიოში), სადაც აგრეთვე ასრულებს ექვსი სკოლის დირექტორის და ვიცე-დირექტორის მოვალეობას. როგორც პოსტსაშუალო და მინისტერიალის დონის მასწავლებელი, ონტარიოს განათლების მინისტრის ფრანგული ენების მონიტორინგის პროგრამების საშუალებით, იგი პასუხისმგებელი იყო ესწავლებინა გეოგრაფიის, ისტორიის, სოციოლოგიის, ჰუმანიტარული და კულტურული საქმიანობის კურსები.

 

პროფესორი ჰენრი მსახურობდა მისი უდიდებულესობის კანადის შეიარაღებულ ძალებში და იყო CFB Borden-ის სასწავლო ცენტრის ოფიცერი. იგი პასუხისმგებელი იყო წელიწადში 600 რეზერვის ოფიცრის ტრენინგიზე, სხვადასხვა საოფიცრო პროფესიული მომზადების კურსებზე. იგი იყო კვალიფიცირებული ვიცე-პოლკოვნიკის წიდებისთვის, კანადის შეიარაღებული ძალების რეზერვში, მაგრამ პენსიაზე მაიორის წოდებით გავიდა.

 

პროფესორ ჰენრის განათლებასთან დაკავშირებული ასოციაციების წევრობა მოიცავს:

 

  • ონტარიოსა და აშშ ზედამხედველობისა და სასწავლო გეგმების შემუშავების ასოციაციების წევრი,
  • წევრი, Ontario Association of Adult and Continuing Education School and Administrators
  • წევრი, სკოლის ადმინისტრატორთა კანადის ასოციაცია
  • წევრი, ფრანკოფონი სკოლების ადმინისტრატორთა ასოციაციები (ეროვნული და საერთაშორისო)
  • ონტარიოს მასწავლებელთა ფედერაციის წევრი
  • Good Standing-ის წევრი, ონტარიოს მასწავლებელთა კოლეჯი
  • წარსული პრეზიდენტი, CSCNO დირექტორების ასოციაციის საბჭო
  • საბჭოს ყოფილი წევრი, ფრანკოფონი დირექტორების ასოციაცია ონტარიოში
  • ასოცირებული წევრი, ონტარიოს დირექტორების საბჭო

 

პროფესორი ჰენრი ძალიან აქტიური და პატივსაცემია თავის საზოგადოებაში. ის არის შოტლანდიის ჰერალდიკის საზოგადოების ესკუაიერი წევრი და კანადის სამეფო ჰერალდიკის საზოგადოების წევრი. პროფესორმა ჰენრიმ ასევე მიიღო პირადი გერბი და საპატენტო სიგელი (Armigerous) 2013 წლის დეკემბერში და 2015 წლის აპრილში (addenda) კანადის კანცელარიიდან.

 

როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის განათლების პროფესორი, სამეცნიერო საზოგადოების უფროსი წევრი და დეკანის შტაბის უფროსი, პროფესორი პოლ ერნესტ ჰენრი თავს უძღვნის აკადემიური უპირატესობის უმაღლესი სტანდარტების მხარდაჭერას და ერთგულია კავკასიის უნივერსიტეტის, ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯისა და მისი გლობალური ქსელის წინსვლისა.

 

ამ ბიოგრაფიულ შინაარსში მოცემული ინფორმაცია ზუსტია და დამოწმებულია იურიდიული დოკუმენტაციით.