ელჩი ბათუ ქუთელია დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროფესორად

19 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                19 March 2018

 

Ambassador Batu Kutelia Appointed Professor of Diplomacy of the New Westminster College of Caucasus University

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა გამოაცხადა, რომ ელჩი, ბატონი დოქტორ ბათუ ქუთელია დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროფესორად.

 

პროფესორი ქუთელია არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, ხოლო მანამდე იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე 2011 წლიდან 2013 წლამდე. ის არის საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ( 2008-2011 წწ.) და იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2007 წლიდან 2008 წლამდე, ხოლო 2006-2007 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

პროფესორ ქუთელიას დიპლომატიური გამოცდილება ასევე მოიცავს 2006 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2005 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსობას, 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეობასა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორობას. 2003 წლიდან 2004 წლამდე მსახურობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანად დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა დირექტორის მოადგილედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტში და 1997 წლიდან 2000 წლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად და მოადგილედ. 1998 წლამდე მსახურობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ მდივნად.

პროფესორი ქუთელია მსახურობდა ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების წევრად 2014 წლიდან 2017 წლამდე, სანამ ის 2017 წლის 1 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენელ კოლეჯად იქცა. 2013 წლიდან 2014 წლამდე მაკკეინის საერთაშორისო ლიდერების ინსტიტუტის თანამშრომელი იყო, ხოლო 2000 წლიდან 2001 წლამდე ნატოს თავდაცვის კოლეჯის საბჭოს წევრი.

 

პროფესორმა ქუთელიამ ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი 1995 წელს მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, 1996 წელს სახელმწიფო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან, ხოლო 2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფილოსოფიის დოქტორი გახდა. მან დაასრულა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კ. კენედის სახელობის სკოლაში 2007 წელს და თავდაცვის დაზვერვის კურსი 2005 წელს თავდაცვის სადაზვერვო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). 2003 წელს მან დაასრულა კურსი უფროსი თანამდებობის პირებისთვის ნატოს თავდაცვის კოლეჯში, ხოლო 2002 წელს თავდაცვის ტრანსფორმაციის კურსი აშშ-ს საზღვაო ძალების სადოქტორო სკოლაში. დაასრულა სამშვიდობო ოპერაციების კურსის იურიდიული ასპექტები 2000 წელს აშშ-ს საზღვაო იუსტიციის სკოლაში, ხოლო უფროსი აღმასრულებელი თანამდებობის პირების კურსი 1999 წელს ჯორჯ სი. მარშალის უსაფრთხოების საკითხების ევროპულ ცენტრში.

 

”ელჩი ბათუ ქუთელია ფლობს მნიშვნელოვან დიპლომატიურ, სამთავრობო, პოლიტიკურ, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილებას, რომელიც მას გამოადგება პროფესორის პოზიციაში”, - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”პროფესორ ქუთელიას გამოცდილი ინტელექტი ასწავლის ჩვენს სტუდენტებს დიპლომატიის ხელოვნებას, მათ შორის ეთიკურ დიპლომატიურ წესდებას, რომელიც გამოიყენება პრაქტიკაში და მოთხოვნადია მთავრობაში. ბათუ არის უანგარო ლიდერი და ჩემი პატივია, რომ იგი დათანხმდა ჩვენი კოლეჯსა და უნივერსიტეტში მუშაობაზე, როგორც პროფესორი და ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების წევრი.”

 

”ჩემთვის დიდი პატივია, რომ მივიღე მოწვევა პრეზიდენტ კახა შენგელიასა და დეკან რობერტ გუდვინისგან, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დიპლომატიის პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად,” - თქვა ელჩმა ბათუ ქუთელიამ. ”მე ნამდვილად მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პროფესორ რობერტ გუდვინ III-ს, ელჩ ვასილ სიხარულიძესთან და ჩემს სხვა გამორჩეულ კოლეგებთან დიპლომატიის პროგრამების შედგენასა და ჩატარებაში”.